გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ოქუაშვილის განცხადებას ერთი მსახიობის თეატრს უწოდებს

1-10-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, ზაზა ოქუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ოქუაშვილი, მის მიერ დადგმული სპექტაკლებით ბიუჯეტში დავალიანების გადახდას თავიდან ვერ აირიდებს.


„რა თქმა უნდა ეს ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში ბატონ ოქუაშვილს მოუწევს გადახდა. მის მიერ ნახსენები შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამ პერიოდში დააგროვა ამხელა ვალი ბიუჯეტის წინაშე და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი, რომ მე პირადად, ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან. ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მას ბიძინა ივანიშვილმა მას ფული მოსთხოვა, შეხვედრას გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31