გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: რადიკალური ოპოზიცია თავისი NGO-ებით, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და არა მარტო არ გმობენ, ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობას

12-05-2024

ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს, - , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


პრემიერის თქმით, ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტები არ აქვს.


„ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი ოპოზიციისგან განსხვავებით. თქვენ მუდმივად ხედავთ, იგივე ძალადობასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია თავისი NGO-ებით, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობას,  არა მარტო არ გმობენ, მაგალითად თუნდაც კოლეგებზე, ჟურნალისტებზე ძალადობას, დეპუტატზე ძალადობას და ა.შ. პირიქით, იწონებენ კიდეც ძალიან ხშირად ასეთი ძალადობის ფაქტებს. ჩვენ მათგან განსხვავებით გვაქვს არა ორმაგი, არამედ ერთმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031