გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში

12-05-2024

რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ეს თემა არასერიოზულია. 
 
„ორი დღის წინ თქვენმა კოლეგამ, თქვენი ტელევიზიიდან აღნიშნა, რომ თუ შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია, ეს რა თქმა უნდა არის ასევე არასერიოზული თემა, ეს იქნება რუსეთის ინტერესებშიო. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში. ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მე მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვინმემ დაგვაშანტაჟოს პერსონალური სანქციებით, პირობითად, მაგრამ ის, რომ ვიღაცა გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხს შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება 10-ჯერ უფრო მეტად არასერიოზული, ამიტომ მგონი, ჯობია, სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031