1-10-2018
თბილისში არსებულ სიჩქარის კონტროლის 4 სექციას კიდევ 2 დაემატა, კერძოდ: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის ქუჩის კვეთიდან აკაკი ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით; ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით, აღნიშნულ მონაკვეთებზე ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ-ია.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე, სამეგრელოს რეგიონში ორმხრივად ამოქმედდება სიჩქარის მზომი 4 წერტილოვანი რადარი. კერძოდ: სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ) და ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
ამჟამად საქართველოს მასშტაბით, სიჩქარის მზომი 27 წერტილოვანი რადარი იფუნქციონირებს.