გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხოველთა დაავადებების მაჩვენებლებზე   ახალი კვლევები დაინერგა

1-10-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების მაჩვენებლებზე  ახალი კვლევები დაინერგა. კერძოდ, ლაბორატორიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააკრედიტაციო ნუსხას დაემატა შემდეგი კვლევები: Leishmania infantum--ის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმომჩენი არაპირდაპირი ფერმენტულ იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA); ძუძუმწოვარ ცხოველებში ლეპტოსპირას საწინააღმდეგო ანტისხეულების ხარისხობრივი განსაზღვრა  (ELISA) მეთოდით; ძაღლის ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა (IgG) ძაღლის სისხლის შრატსა და პლაზმაში. ახალი კვლევის მეთოდები აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით : ISO 15213:2003/2013.


უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები აღიარებულია არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31