13-05-2024
„უპრეცედენტო ფაქტია ალბათ მსოფლიო ისტორიაში, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის, თანაც ივანე ჯავახიშვილის და სხვა მამულიშვილთა მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი, აპროტესტებს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
ექსპერტის თქმით, მათი ქმედებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქვეყნის სუვერენიტეტის სრულყოფისათვის მიმართულ საკანონმდელო ნაბიჯებს; გამჭირვალეობას და საჯაროობას, როგორც ქართული სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარებისა და სრულყოფის ქვაკუთხედს.
„როდესაც იგებ, რომ თსუ პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი აკეთებს ე.წ. "რუსული კანონის შესახებ" განცხადებას და იმუქრება გაფიცვებით!
საქართველოს რიგით მოქალაქეს, უმალ გაგახსენდება დიდი დავით გურამიშვილის სიტყვები: "ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ცუდად ზრდილიო"!
დიახ უპრეცედენტო ფაქტია ალბათ მსოფლიო ისტორიაში, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის, თანაც ივანე ჯავახიშვილის და სხვა მამულიშვილთა მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი, აპროტესტებს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრულყოფისა და განმტკიცებისაკენ მიმართულ კანონს!
მათი ქმედებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან:
1. ქვეყნის სუვერენიტეტის სრულყოფისათვის მიმართულ საკანონმდელო ნაბიჯებს;
2. გამჭირვალეობას და საჯაროობას, როგორც ქართული სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარებისა და სრულყოფის ქვაკუთხედს....
და რაც უმთავრესია!
ისინი საკუთარ მოსწავლეთა გაუცნობიერებელ ნაწილთან ერთად, ნებსით თუ უნებლიეთ წყალს ასხამენ საქართველოში სამწუხაროდ არსებულ მეხუთე კოლონის ქმედებათა წისქვილს!
ფრიად სამწუხაროა!
ფრიად!“-წერს ედიშერ გვენეტაძე.