13-05-2024
„ისინი დაარწმუნეს, რომ ხელისუფლება მიერთებულია „ხელოვნური სუნთქვის აპარატთან“ და ისინი ამ აპარატიდან ჩვენს გამოსართავად ჩამოვიდნენ,“ - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ქართველიშვილის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების ჩამოსვლა აბსოლუტურად იდენტურია აქ ივანოვის, გავრილოვის თუ ლავროვის გამოჩენასთან.
„დიახ, არც ერთ იმ ევროპელ თუ ამერიკელ მაღალჩინოსანს, რომლის დესანტირება მოახდინა დღეს "გლობალური ომის პარტიამ" საქართველოში, ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ არ უნდა შეხვდნენ, არამედ ქვეყანაში შემოსაშვებიც კი არ არიან! ისინი ჩვენი ხელისუფლების სტუმრები არ არიან და არც კი გვთვლიან ჩვენ თავის მასპინძლებად! ისინი დაარწმუნეს, რომ ხელისუფლება მიერთებულია "ხელოვნური სუნთქვის აპარატთან" და ისინი ამ აპარატიდან ჩვენს გამოსართავად ჩამოვიდნენ. მათი ჩამოსვლა აბსოლუტურად იდენტურია აქ ივანოვის, გავრილოვის თუ ლავროვის გამოჩენასთან. არც ერთი მათგანი საქართველოს, ქართველობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მომხრე არასდროს არ იყო და ვერ იქნება!!! შემიძლია ნებისმიერს დავენიძლავო, რომ 5 წელიწადში დღეს საქართველოში ჩამოსული ვერც ერთი ოფიციალური პირი ვეღარ იქნება რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორბიტაზე. საქართველოს მიერ 2030 წლისთვის გაცხადებული ევროგანაცხადის ხორცშესხმის პერიოდისთვის, მათი მავნებლობა უკვე მოკლებული იქნება იმ შხამს, რომლითაც იმყოფებიან დღეს თბილისში. მათ ჰყავთ თავისი მიმღები მხარე და ერთმანეთის ამბორით დაკმაყოფილდნენ!“ - წერს ქართველიშვილი.