გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერევანში საპროტესტო აქციაზე 134 ადამიანი დააკავეს

13-05-2024

ერევანში დაუმორჩილებლობის აქციაზე 134 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დააკავეს.


დილიდან მოქალაქეები, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის მოწოდებით, საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. გალსტანიანმა გუშინ მოსახლეობას ტოტალური

გაფიცვისა და ქალაქების პარალიზებისკენ მოუწოდა. არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი მოძრაობის, „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელია. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728