გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: აქციას აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი ხასიათი, ფაქტობრივად გაწერილი სცენარია, რომ ერთი დღე აქციები უნდა იყოს ძალიან მშვიდობიანი, ხოლო მეორე დღეს, გრძელდება ძალადობრივი ქმედებები

13-05-2024

„ალბათ ძალიან ადვილი მისახვედრია ის დრამატურგია, რომელიც აქციებთან დაკავშირებით ვითარდება. ფაქტობრივად გაწერილი სცენარი არის, რომელიც გულისხმობს, რომ ერთი დღე ეს აქციები უნდა იყოს ძალიან მშვიდობიანი, ამაღლებულ ნოტაზე, ლამაზი ფოტო-ვიდეო მასალა უნდა დაიდოს და ემოცია უნდა გამოიწვიოს ხალხში იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს ამ პროცესმა და ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ უბინძურეს საქმეში მონაწილეობენ. ხოლო, მეორე დღეს, გრძელდება ძალადობრივი ქმედებები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა აქციების შესახებ საუბრის დროს განაცხადა.


ნინო წილოსანის თქმით, საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა არ ჯდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში. მისი თქმით, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაზეც პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა.


„ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს დილიდან აქციის მონაწილეები უშლიდნენ სახელმწიფო ორგანოს მუშაობაში. საპარლამენტო მუშაობის ხელშეშლა არ ჯდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში. ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. არავის, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავებს არ აქვთ სურვილი, რომ რაიმე დაპირისპირება ან კონფლიქტი შეიქმნას აქციის მონაწილეებთან. ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც იყო ეს თხოვნა განხილული. აქციის მონაწილეების მხრიდან ვერ იქნა თავიდან არიდებული დაპირისპირების გამოწვევა იმიტომ, რომ მათი რეალური მიზანია, რომ ეს დაპირისპირება ჩანდეს კადრში. ეს კადრები გავიდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ემოცია გამოიწვიოს და გარკვეულწილად, როგორც ქვეყანას, ასევე მთლიანად პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს“-აღნიშნა წილოსანმა.


ნინო წილოსანის განცხადებით, აქციას ძალადობრივი სახე აქვს მიღებული.


მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ წყობიდან უნდა გამოიყვანონ პოლიცია და იმოქმედონ ფიზიკურად, ეს არ არის ნორმალური და არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან.


„ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს. აქციას აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი ხასიათი. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც პოლიციელების მხრიდან პირიქით ყოფილიყო გადაკვეთილი ეს ზღვარი მას შემდეგ, რაც პირიქით, აქციის მონაწილეები ახდენენ პოლიციაზე თავდასხმას და შეურაცხყოფებს, როგორც ფიზიკურს, ასევე სიტყვიერს. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ერთვება თავდაცვის რეჟიმში პოლიცია და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელიც მერამდენე კვირა გაუსაძლის პირობებში იცავს თავის უფლებამოსილებას, ქვეყანას, თავის სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებს და ამ ადამიანებს უწევთ მართლწესრიგის დაცვა ასეთ აუტანელ პირობებში, როდესაც მთელი ეს დაჯგუფებები მოქმედებენ ძალიან კარგად გაწერილი სცენარებით, რომელიც სახელმძღვანელოებად არის ფაქტობრივად ქცეული. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიდეო იყო გავრცელებული და არაერთი განცხადება, ყველა სხვა ადამიანის პოსტები იქნება ეს თუ ა.შ. რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ უნდა დაღალონ, უნდა გამოიყვანონ წყობიდან პოლიცია, იმოქმედონ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ რაღაც შეცდომა დააშვებინონ. ეს არ არის ნორმალური. ეს არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი \საზოგადოების მხრიდან და არ მგონია, რომ რომელიმე ახალგაზრდა, რომელიც კონკრეტულ პარტიულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, შეიძლება ერთვებოდეს პროცესებში და არ იაზრებდეს ძალიან ნეგატიურ მხარეს მთელი ამ აქციების,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930