13-05-2024
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტი აცხადებს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი ჩამოდის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და პირდაპირი ფრენების გაფორმებისთვის.
„ის ამერიკელი მაღალჩინოსანი ო ბრაიენი გამთენიისას, პრემიერის თქმით, ჩამოდის იმისათვის, რომ აშშ-საქართველოს შორის გაფორმდეს:
1. ვიზალიბერალიზაცია;
2. თავისუფალი ვაჭრობა;
3. პირდაპირი ფრენები!
ხმამაღლა ვაცხადებ, ვისაც არ გინდათ და აპროტესტებთ, გადით ამ საღამოს 00:00 სთ. პარლამენტთან! იქ დაგხვდებათ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, ელარჯი ჩამოუტანია დიდი ქვაბით და არიგებს ფლავივითო! ნაცებო, თქვენ მოგიკვდათ თქვენი იდიოტი ბელადი მიჰა!”, - წერს გვენეტაძე.