გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: პრემიერი წარმოადგენდა იმ ქართული სახელმწიფოს სახეს, რომელსაც აღარ ეშინია გარედან თითის ქნევის და აქვს ეროვნულთან ერთად, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ამბიცია

13-05-2024

„ახლა მოვისმინე ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. ის ამ საჯარო გამოსვლისას წარმოადგენდა იმ ქართული სახელმწიფოს სახეს, რომელსაც აღარ ეშინია გარედან თითის ქნევის და რომელსაც აქვს ეროვნულთან ერთად ევროპული ამბიცია, გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში“, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციის შესახებ სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, გამჭვირვალობის კანონპროექტის მიმართ უმცირესობის პრეტენზია, საბოლოო მიზნით, არეულობა შეიტანონ სახელმწიფოში, არ შედგება და ყველა პირი რომელიც დაარღვევს კანონს, მიიღებს შესაბამის სამართლებრივ პასუხს.


„ახლა მოვისმინე ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. ის ამ საჯარო გამოსვლისას წარმოადგენდა იმ ქართული სახელმწიფოს სახეს, რომელსაც აღარ ეშინია გარედან თითის ქნევის და რომელსაც აქვს ეროვნულთან ერთად ევროპული ამბიცია, გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქართულ სახელმწიფოში, შესაბამისად, ყველა, შინ თუ გარეთ, უნდა შეეგუოს ჩვენს ეროვნულ და ისტორიულ ამბიციას სამართლებრივ სუვერენულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ ღირსებით! 2012 წლიდან დღემდე ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ამ ქართული იდეისა და მისიის მატარებელი ხელისუფლება, რომელსაც აქვს ამომრჩეველთა უმრავლესობის ლეგიტიმაცია და რომელიც ასრულებს მათივე დაკვეთას! შესაბამისად, გამჭვირვალობის კანონის პროექტის მიმართ გამოხატული უმცირესობის პრეტენზია, საბოლოო მიზნით - თავზე დაგვამხონ სახელმწიფო, არ შედგება! ყველა პირი, რომელიც პატივს არ სცემს ქართულ კანონს და დაარღვევს მას, მიიღებს შესაბამის სამართლებრივ პასუხს, თუმცა, ქართული სახელმწიფო აქაც იმოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში მოქმედი სამართლებრივი სტანდარტისაგან განსხვავებულად, ანუ გამოიყენებს უფრო მაღალ სტანდარტს სამართლებრივად მოქმედებისას,“ - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930