გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ქართველებმა სახადი, სახელად - „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე მოვიხადეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ამ უსამშობლოების უკან, მმართველ ძალად დაბრუნებას

14-05-2024

„მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაც გულწრფელად ჰგონიათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას იცავენ და, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ, თუ ვის მიერ მართულ აქციებში იღებენ მონაწილეობას. ეს არის გარე ძალების მსახური გახრწნილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, გარე დაკვეთის შემსრულებელი უსამშობლო ოპოზიცია ყველაფერს რყვნის, რასაც ეკარებიან და, სამწუხაროდ, ამ საფრთხის წინაშე დგანან გონებაარეული ის მოქალაქეები და ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ამ ხალხთან გვერდით დგომით ეროვნულ საქმეს ემსახურებიან.


„შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ხალხი საქართველოს განიხილავს ტერიტორიად და არა, როგორც - ეროვნულ-კულტურულ ფენომენად. ისინი საქართველოს უყურებენ, როგორც საერთაშორისო კორპორაციის შემადგენელს და არა, როგორც - დამოუკიდებელ ერთეულს. ამიტომ, მათი მისია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერისთვის სამი რამის: გონების, კულტურისა და ეროვნული ღირსების შეგრძნების განადგურება. ამიტომაც იყო, რომ ე.წ. „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ამ ძალამ პირველი დარტყმა სწორედ განათლების სისტემასა და მეცნიერებას აგემა: გვახსოვს, როგორ გაყარეს ქუჩაში უნივერსიტეტიდან და სკოლებიდან ჩვენი სასიქადულო მეცნიერები და პედაგოგები და როგორ „ჩარეცხეს“ ისინი. ანუ, დარტყმა განახორციელეს ერის გონებაზე. მოგვიანებით, ასევე ჩარეცხილებში აღმოჩნდნენ ჩვენი სათაყვანებელი კულტურის, სპორტის და საზოგადო მოღვაწეებიც. ასე დაიწყეს ჩვენი კულტურის განადგურება.


მაგრამ, ეს არ იყო საკმარისი და აუცილებელი იყო განადგურებულიყო ჩვენი ეკლესია, რომელზეც ისტორიულად დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რომელიც არის ქართული კულტურისა და ეროვნული თვითშეგნების საფუძველი. ამიტომ, გამოუცხადეს ბრძოლა პირადად ჩვენს პატრიარქს, მართლმადიდებელ ეკლესიას და უფრო მეტიც, ზოგადად სარწმუნოებას. მათ შეურაცხყვეს ჩვენი სიწმინდეები, ღვინით დაწყებული და ჩვენი სათაყვანებელი ერეკლე მეორით დამთავრებული. არც ჩვენი ცოცხალი კულტურისა და სპორტის სფეროების ავტორიტეტების დამუნათება და შეურაცხყოფა დავიწყებიათ.


მაგალითად, საკმარისია ვახსენოთ რობერტ სტურუა და ლაშა ტალახაძე. ასევე, ყველა ხედავს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად როგორი მონდომებით აყენებენ შეურაცხყოფას ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უამრავი, ენით აღუწერელი სიკეთეები გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. სულ ახლახან, ამ საპატიო სიას შეემატა ჩვენი ქვეყნის საყვარელი შვილი, ხვიჩა კვარაცხელიაც. მთელმა საქართველომ იხილა, თუ როგორ შეურაცხყოფდა მას ამ გახრწნილი ძალის ახალგაზრდა აქტივისტი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეხედულებებს არ იზიარებს. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ბოროტებების შესახებ. ეს გარე დაკვეთის შემსრულებელი უსამშობლოები ყველაფერს რყვნიან, რასაც კი ეკარებიან. სამწუხაროდ ამ საფრთხის წინაშე დგანან ჩვენი გონებაარეული ის მოქალაქეები და ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ამ ხალხთან გვერდით დგომით ეროვნულ საქმეს ემსახურებიან და რეალურად, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებენ.


მინდა, მათ მივმართო, რომ ეს უსამშობლო ხალხი არ არის ქართული მოვლენა, რადგან მათი ჯიშის ხალხი ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, არათუ საკმაო ძალას წარმოადგენენ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მმართველ ძალებადაც კი გვევლინებიან. მაგრამ, ჩვენ, ქართველებს, უკვე გვაქვს ამ გახრწნილების წინააღმდეგ იმუნიტეტი გამომუშავებული, რადგან ეს სახადი, სახელად - „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე მოვიხადეთ და ჩვენი ხალხი არავითარ შემთხვევაში დაუშვებს ამ უსამშობლოების უკან, მმართველ ძალად დაბრუნებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930