გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: წარსულის ჯალათები და მომავლის უუნარო მოღალატეები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს აფარებდნენ თავის მშიშარა სხეულებს, ბელადის პალატაში თანამდებობების განაწილების მოლოდინში პარტია

14-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართველ ახალგაზრდობას მამაშვილურ და სამოქალაქო მადლობას უხდის. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყელში ამოსულ პოლარიზაციას პირველი დარტყმა თავად ახალგაზრდებმა მიაყენეს, დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ძალიან მცირე რაოდენობით მისვლით.


„ჩვენ თქვენთან ერთად შევალთ ევროპაში. ღირსეულ ევროპაში.“ - აღნიშნავს ქართველიშვილი. „მე მინდა ქართველ ახალგაზრდობას მამაშვილური და სამოქალაქო მადლობა გადავუხადო. რეალურად, დღეს, აი ამ წუთებში ყველას (!) ყელში ამოსულ პოლარიზაციას პირველი დარტყმა ჩვენმა ახალგაზრდებმა მიაყენეს.


გარდაუვალის მისაღები ხუთივე სტადია გამოიარეს ჩვენმა ბავშვებმა: უარყოფა - ვაჭრობა - მრისხანება - დეპრესია - მიღება. მათ ზურგს უკან მყოფი წარსულის ჯალათები და მომავლის უუნარო მოღალატეები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს აფარებდნენ თავის მშიშარა სხეულებს, ბელადის პალატაში თანამდებობების განაწილების მოლოდინში. ამ ფოტოზე - ყოველივე ამაზე ახალგაზრდების პასუხია. ჩვენ თქვენთან ერთად შევალთ ევროპაში. ღირსეულ ევროპაში. ღირსეული საქართველო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930