გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: აქციის თითოეულმა წევრმა უნდა გაიაზროს ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე

14-05-2024

აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


მდინარაძის თქმით, ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.


„დღეს გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით განხილვაა, რაც ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და ოპოზიციას საშუალება ჰქონდა, განცხადებების დროს ეთქვა, რატომ არის კანონი ცუდი, რა არ ვარგა ამ კანონში, რა არის მასში რუსული? ან რატომ არის დეკლარაციის შევსება და გამჭვირვალობა არაევროპული?!


ხომ არ მოგისმენიათ ვინმეს რაიმე ოდნავ კონკრეტული? რა თქმა უნდა, არა! არც ერთი სიტყვა ამაზე! მხოლოდ ზოგადი, ყალბი მოწოდებები და ამან თქვა და იმან თქვა…


ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ნაცმოძრაობის წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.


აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები! ვინ აფინანსებს? - ამას ჯერ ვერ, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაიგებს ქართული საზოგადოება!


ან ვეღარ დააფინანსებენ და მოუწევთ მხოლოდ იმ მართლაც კარგი საქმეების დაფინანსება, რომელიც ქართულ ინტერესებშიც ჯდება! არა რუსულ კანონს! კი ევროპას! კი გამჭვირვალობას! კი საქართველოს დამოუკიდებლობას!

#ღირსებითევროპისკენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930