გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის

14-05-2024

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სოსო ბერიკაშვილს არაკაცი უწოდა. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა პრეზიდენტის პოზიციით ბერიკაშვილის განცხადებასთან მიმართებაში.


მანამდე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით, ხელისუფლების კრიტიკისთვის გაათავისუფლეს.


„სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი. სამწუხაროდ, დაემთხვა ამ სიტუაციას და ის ახლა იყენებს სათავისოდ რომ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედლოს“, - მისწერა შენგელიამ „რადიო თავისუფლებას“ კითხვაზე პასუხისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31