1-10-2018
„ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ 2012 წლამდე ქვეყანას მართავდნენ, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, მმართველ გუნდთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ივანიშვილმა საზოგადოებას ის გამარჯვება შეახსენა, რომელიც მართველმა გუნდმა ექვსი წლის წინ მოიპოვა და აქვე აღნიშნა, რომ ეს პერიოდი არ იყო საკმარისი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის პრინციპულად შეცვლისთვის. შეხვედრას პრეზიდენტობის თავისუფალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
მასალის ვიდეოვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე