გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: 14 მაისი ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გამყარებისათვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯი

14-05-2024

„საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ გაუძლო, უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლასა და ბულინგს, მაგრამ შესაშურად სასწაული მდგრადობა გამოავლინა“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.


ქადაგიძე გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების საკითხს და აღნიშნა, რომ დრო მოვა და ის ახალგაზრდები, ვისაც პოლიტიკანებმა თავგზა აუბნიეს, საქართველოს ხელისუფლებას მადლობასაც გადაუხდიან ამ დღისთვის.


„14 მაისი ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გამყარებისათვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ გაუძლო, უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლასა და ბულინგს, მაგრამ შესაშურად სასწაული მდგრადობა გამოავლინა. დრო მოვა და ის ახალგაზრდები, ვისაც პოლიტიკანებმა თავგზა აუბნიეს, მიხვდებიან და მადლობასაც გადაიხდიან 14 მაისისათვის, ხოლო უსამშობლო პარაზიტი პოლიტიკოსები გადაინაცვლებენ ნაგავსაყრელზე. ჰო, “ენჯეოკრატებმა” გაამზადეთ დოკუმენტაცია, გავიგოთ ვინ ვის და რა ფასად ემსახურებით!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031