14-05-2024
„ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის - ან ექნებათ რევოლუცია, ან ისინი გახდებიან ბელარუსი 2“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უკრაინული რადის ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით მიღებას.
„ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის: რა იქნება შემდეგ? „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც, ფაქტობრივად, „კრემლი“ გახლავთ, ვეტოს დაძლევს. უკვე ამ შემოდგომაზე არჩევნები ექნებათ, მაგრამ ეს არჩევნები მხოლოდ ფორმალობაა. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი რევოლუცია იქ უკვე შემოდგომაზე და ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2“, - წერს გონჩარენკო.