გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ

15-05-2024

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფი ოთხი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების, ვიზიტს ეხმაურება.


მედიასთან საუბარში სუბარმა განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც ხელისუფლების დამხობას ითხოვენ და მათ მხარი დაუჭიროს.


„წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე, ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს განცხადებები, რომ დგას ამ მომიტინგეების გვერდით და უერთდება მათ მოთხოვნებს, ასევე, გააკრიტიკოს ლიეტუვის ან გერმანიის ვთქვათ ლუთერანული ან კათოლიკური ეკლესია და თქვას, რომ ეს ეკლესიები არ ასახავენ ლიეტუვის ან გერმანელი ხალხის ინტერესებს, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930