გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი პრეზიდენტის ვეტოზე: თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო - ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება

15-05-2024

„დაგვისაბუთონ რა არ მოსწონთ, რა არის ამ კანონში არაევროპული - ამაზე ვერავინ გვპასუხობს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.


სუბარი გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების საკითხს და აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს მოტივირებული შენიშვნების წარდგენის გარეშე დაადებს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება.


„ყველას ვეუბნებით, დაგვისაბუთეთ რა არ მოგწონთ, რა არის ამ კანონში არაევროპული - რა არის ასეთი ჩვენს კანონში, რასაც თქვენ არ აკეთებთ?! - ამაზე ვერავინ გვპასუხობს. პრემიერმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, პრეზიდენტს შეუძლია მას ვეტო დაადოს, სადაც მის წინადადებებს ჩაწერს იმისათვის, რომ ეს ვეტოში აისახოს და ამ ვეტოს ჩვენ განვიხილავთ და გავითვალისწინებთ იმ ფარგლებში, რაც ქვეყნისთვის მისაღებია. სამაგიეროდ რა მივიღეთ?! - სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ვეტოს კი დაადებს, მაგრამ ეს ვეტო დასაბუთებული არ იქნება, რადგან არაფერი აქვს დასასაბუთებელი. ეს არის კიდევ ერთხელ საქართველოს კონსტიტუციის აბუჩად აგდება. თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო - ეს იქნება უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციის შეურაცხყოფა. თუ სალომე ზურაბიშვილი ამას კიდევ ერთხელ აკადრებს კონსტიტუციას, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930