გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ნაწილი ჯამში 27%-ზე მეტს ვერ აიღებს

1-10-2018

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა, 28 ოქტომბრის არჩევნებზე ოპონენტებს რესურსი არ გააჩნიათ.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ნაწილი ჯამში 27%-ზე მეტს ვერ აიღებს.

 

„ის 27%, რაც ბოლო წლებში ჩანს, ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ მას პატივს ვცემთ და, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ასე ფიქსირდება, რომ დაახლოებით 10% „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე, ხოლო 17% მეორე ნაწილზე იყოფა. ამის იქით, მათ დიდი რესურსი არ აქვთ.

 

ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის ეს ქალბატონი ჩვენი უახლესი ისტორიის სიმბოლოა - პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ქალბატონი ჩვენს დიდ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ, ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროში ვიხილავთ და ჩვენ ამით ჩვენს შორეულ ისტორიას შევეხმიანებით; უახლოეს ისტორიას - პირველ ემიგრაციას და იმ ისტორიასაც დიდ პატივს მივაგებთ და თვითონ ქალბატონ სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში. მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია თითოეულმა თქვენგანმა, მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ, ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე.

რა თქმა უნდა, ლომის წილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებითა და თანამდგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031