15-05-2024
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოსთან მიმართებით მიღებული ყველა ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება დაბლოკილი იქნება.
„ასე დაბლოკავენ ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას ჩვენთან მიმართებით. ისე დაგვიდგებიან გვერდში, რომ სტრატეგიული პარტნიორების შეწუხებაც ასეთ წვრილმანებზე არც კი მოგვიწევს. შეარჩიე სწორი მეგობრები და მოერიდე საეჭვო კამპანიებს - ხანდაზმულობის არმქონე ფორმულა“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.