გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: სალომე ზურაბიშვილს დღეს გამჭვირვალობის კანონი გადაეცემა, არც მაგას წაიკითხავს, მაგრამ იქნებ ვინმემ მოუყვეს, რომ პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს

15-05-2024

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვევა დაადგინა, ნაციონალურმა მოძრაობამ იმპიჩმენტს გადაარჩინა, მაგრამ კონსტიტუცია მაინც არ წაიკითხა! დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი გადაეცემა, არც მაგას წაიკითხავს, მაგრამ ვეტოს საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე იქნებ ვინმემ ეს 1 მუხლი მაინც უთარგმნოს და მოუყვეს: საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.


„სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვევა დაადგინა, ნაციონალურმა მოძრაობამ იმპიჩმენტს გადაარჩინა, მაგრამ კონსტიტუცია მაინც არ წაიკითხა! დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი გადაეცემა, არც მაგას წაიკითხავს, მაგრამ ვეტოს საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე იქნებ ვინმემ ეს 1 მუხლი მაინც უთარგმნოს და მოუყვეს: მუხლი 46. კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება


1. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. 2. საქართველოს პრეზიდენტი


2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს


3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას


4. თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. ორგანული კანონი ან კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანული კანონისა, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.


კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას


5. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე


6. თუ საქართველოს პრეზიდენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს ან ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე


7. კანონი ძალაში შედის ოფიციალურ ორგანოში მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ იმავე კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930