გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს ღიმილის მომგვრელს უწოდებს

1-10-2018

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მედია ტოტალურად იმართებოდა.


ეს განცხადება მან მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

„რა დღეში იყო მედია გვახსოვს, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პარტიის ლიდერი მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს ღიმილის მომგვრელს უწოდებს.


მასალის ვიდეოვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31