გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის ცემაში ბრალდებულს 2,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

1-10-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ო.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 აპრილს და 7 მაისს, ო.მ.-მ სოფელ ფონიჭალაში, მეუღლის დ.გ.-ს და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ო.მ. 2018 წლის 10 მაისს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930