15-05-2024
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება.
პრეზიდენტმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ მოტივირებული შენიშვნებით ვეტოს პარლამენტისთვის წარდგენას არ აპირებს, რადგან არ სურს ხელისუფლების სახის გადარჩენა.
დავით ქართველიშვილის სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში პირველ პირში, სალომე ზურაბიშვილის სახელით წერს.
„შანსი არაა ო'ბრაიენის დაკრულზე ვიარო, რომელმაც ჩემს მიერ დასადები ვეტოს ფარგლებში იმედი გამოთქვა, სასურველი ცვლილებების შეტანას ლეგიტიმური სახე მიეცემოდა. აქამდე არაფერი კონსტრუქციული გამიკეთებია და რატომღაც ახლა რომ მოვინდომო - არა და არასოდეს! ბოლო-ბოლო მე ჩემი უფროსობა მყავს, ო'ბრაიენს თავისი - ყველამ საკუთარს მიხედოს! ამ ქვეყანაში პრეზიდენტი სად, რისთვის და როდის გამოიყენო - ამას წყვეტენ კომპეტენტური პირები და არა ვიღაც „ქართველი ხალხი" და მით უმეტეს მისი ხელისუფლება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.