15-05-2024
„შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია!“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის ფოტოს აქვეყნებს.
სამხარაძის თქმით, ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც ნაცების კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი.
„ეს ფოტო ასახავს ყველაფერს! შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია! ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც ნაცების კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი! არა ცალ ფეხზე დგომას! #ღირსებითევროპაში“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.