15-05-2024
ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიური პოზიციები უპირველესად სამხედრო ძალაზე და ეკონომიკურ თუ ფინანსურ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დამკვიდრებულ ნეოლიბერალურ წესრიგზე, იგივე "ვაშინგტონის კონსენსუსზე" დგას, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი" ბანკის აქციების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში არსებულ მღელვარებას.
მისი თქმით, შესაძლოა, ერთი მხრივ, აღნიშნული ბანკების აქციების შემცირება შესაძლოა იყოს ამერიკისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური შანტაჟის კლასიკური სცენარი, მეორე მხრივ კი, თუ დავაკვირდებით "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" აქციებს, მათი აქტივები თებერვლიდან უჩვეულოდ გაზრდილია, ახლა კი სტანდარტულ ნიშნულს უბრუნდება.
„ბოლომდე წაიკითხეთ და გააზიარეთ, თბს და საქართველოს ბანკის აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!
ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიური პოზიციები უპირველესად სამხედრო ძალაზე და ეკონომიკურ თუ ფინანსურ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დამკვიდრებულ ნეოლიბერალურ წესრიგზე, იგივე "ვაშინგტონის კონსენსუსზე" დგას.
აშშ, როგორც "დიდი ინკვიზიტორი", თავისი გავლენებისა და კონტროლის შენარჩუნებას პერიფერიული, კოლონიური სახელმწიფოების ეკონომიკური ექსპლუატაციითა და ნეოლიბერალურ წესრიგში ჩაყენებით ახერხებდა.
ერთი მხრივ, თბს და საქართველოს ბანკის აქციების შემცირება შესაძლოა იყოს ამერიკისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური შანტაჟის კლასიკური სცენარი. მეორე მხრივ, კი თუ დავაკვირდებით თბს და საქართველოს ბანკის აქციებს, მათი აქტივები თებერვლიდან უჩვეულოდ გაზრდილია, ახლა კი მხოლოდ ის ხდება, რომ სტანდარტულ ნიშნულს უბრუნდება. მიმოიხედეთ გარშემო, ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და პანიკის დათესვას ცდილობს, ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ეწევა“ - წერს ლუკა ეხვაია.