გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

15-05-2024

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც წელს სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს, –აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტო ავრცელებს.


წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა პანელი სახელწოდებით: „საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა", რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. მან ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც გამოწვევების მიუხედავად, ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, საერთაშორისო რეიტინგების შენარჩუნებას, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.


დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ევროპის რეკომენდაციის და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ალკის დრაკინოსი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, კომპანია „Lineate"-ის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.


თემატური დისკუსია დაეთმო საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან დაწყებული მზარდი მრეწველობით დამთავრებული, რომლებიც მზად არიან გლობალური ინვესტიციებისთვის, მათ შორის, ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში. გაიმართა დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდა. როგორც აღინიშნა, 2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930