გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე

16-05-2024

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა უწყებრივი მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე 2024 წელს ეუთო-ში მალტას თავმჯდომარეობის პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.


ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორჯთან შეხვედრას ეხმაურება.
„ურთიერთპატივისცემისა და საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე, კვლავ დავუდასტურეთ ერთმანეთს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების იდეისადმი ერთგულება.


შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რაც საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესატყვისი იქნება", - წერს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728