16-05-2024
„ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად გერმანელი მიხაილ როთი და მასპინძლების სახელმწიფო რელიგიას დასცინა, მორწმუნეების გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა. მომიტინგეებო, თქვენი ბატონების წარმომადგენელზე არ ვრცელდება პრინციპი რომ სტუმარმა მასპინძლის წესებს პატივი უნდა სცეს?“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას - „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა“?!
როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მომიტინგეები, მის მიერ დასმულ კითხვას უარყოფითად უპასუხებენ და სწორედ ამიტომ არიან ისინი მონები და სხვის დაკრულზე, კანონის წაუკითხავად გამოსული პროტესტის მონაწილეები.
„აქციის მონაწილეთა თვალთმაქცობის და ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მტკიცებულება: მუდმივად გაიძახიან, რას ნიშნავს ღირსებით ევროპაშიო, როცა სტუმარი ვინმესთან მიდის, იქაური წესებით უნდა მოიქცეს, საკუთარი კი არ უნდა შესთავაზოსო. ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად გერმანელი მიხაილ როთი და მასპინძლების სახელმწიფო რელიგიას დასცინა, მორწმუნეების გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა. მომიტინგეებო, თქვენი ბატონების წარმომადგენელზე არ ვრცელდება პრინციპი რომ სტუმარმა მასპინძლის წესებს პატივი უნდა სცეს? არაო მეტყვით და სწორედ ამიტომ ხართ მონები, კანონის წაუკითხავი, სხვის დაკრულზე გამოსული აქციის მონაწილეები, რომელიც უბრალოდ ისეთ ბატონს ითხოვთ, რომელიც თქვენი აზრით უკეთ გადაიხდის და მანდაც კი ცდებით, გადაგიხდიან კი, ოღონდ საზარბაზნე ხორცად გაგამზადებენ. ესაა სიმართლე და გონს მოდით!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი