16-05-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას: „თქვენ თუ გესმით რას ნიშნავს წევრობა? თქვენ უნდა დათმოთ სუვერენიტეტის ნაწილი, ასე მუშაობს ეს სისტემა და ნაწილი, როგორც გითხარით, სუვერენიტეტისა ბრიუსელის ხელში გადადის“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ალურაააა“, „ავოიეეე“, „ოეეეე“ - ეს დასაწყისი აკლია ამ ბატონის მომართვას... მეტი რაღა უნდა გვითხრას, აგვიხსნას და განგვიმარტოს, რომ ჩოქბჯენში უნდა იდგეთ და თქვენი ორ ფეხზე დგომა ნაკლებად გვადარდებსო… თქვენეული ევროპული ღირებულებები, ფასეულობები, თანაბარუფლებიანობა, დემოკრატიული პრინციპები „გრამოფონშია” და ან ბრიუსელს დაექვემდებარებით, როგორც ადრე მოსკოვს, ანდა, სულ ტურბულენტობაში გამყოფებთო… მოკლედ, მაგრად „გვახატია” თქვენი სუვერენიტეტიცა და თავმოყვარეობაცო…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.