გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ: ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კი არ დევნიან, არამედ - კლავენ

16-05-2024

„აუცილებლად უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ როცა საუბარია ევროპული ღირებულებებისა და საქართველო-ევროპის ურთიერთობის დაზიანებაზე, ის ხალხი, უცხო ქვეყნების მინისტრები, რომ ჩამოვიდნენ, ზუსტად ესენი აზიანებენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კი არ დევნიან, არამედ - კლავენ და ამის მაგალითია სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა.


„თანამედროვე ლიბერალიზმი, რეალურად, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას. ამის კლასიკური მაგალითი იყო სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა იარაღით, როცა ლიბერალური პარტიის 71 წლის წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ პრემიერს მხოლოდ იმიტომ ესროლა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება ჰქონდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031