გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის აპრილის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს

16-05-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის აპრილის თვის შედეგებს აქვეყნებს.


„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 0%-2%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0%-თან ახლოსა და 6%- 8%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან.


ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, მარტთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-იან ზრდის ინტერვალსა და 6%- 8%-ის ფარგლებში ელოდებიან. თუმცა, ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.


გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, აპრილში მარტთან შედარებით გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან.


ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 20%-30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 10%-20%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან.


გამოკითხულთა აზრით, აპრილში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მარტთან შედარებით შემცირებულია“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930