გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: კობახიძისა და ერდოღანის დღევანდელი შეხვედრა არის პასუხი დესტრუქციული ძალების მიმართ ჩვენი რეგიონალური, სამოკავშირეო, მეგობრული და პარტნიორული ერთობის თაობაზე

16-05-2024

„თბილისიდან პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა გადაუფრინა მეორე „მაიდანის“ განხორციელების ლოკაცია ერევანს და მშვიდობიანად დაეშვა სახელმწიფო გადატრიალების აღმკვეთ თურქეთის დედაქალაქში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ქართველიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში და აღნიშნა, რომ თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს აერთიანებს საკუთარი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე ზრუნვა.


„რევოლუციური „მაიდანის“ უშედეგო, თუმცა ორგანიზატორების მრავალფეროვნებით უპრეცედენტო ეპიცენტრიდან, თბილისიდან, პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა გადაუფრინა მეორე „მაიდანის“ განხორციელების ლოკაცია ერევანს და მშვიდობიანად დაეშვა სახელმწიფო გადატრიალების აღმკვეთ თურქეთის დედაქალაქში, მაგრამ მხოლოდ ეს არ აერთიანებს დღეს „გლობალური ომის პარტიის“ სამიზნეში აყვანილ NATO-ს წევრი თურქეთის და EU წევრობის კანდიდატ საქართველოს ხელისუფლებას. მათ აერთიანებს საკუთარი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე ზრუნვა. დღეს რეგიონში შემავალ ოთხივე სახელმწიფოს უწევს ერთი და იგივე მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიება. ოთხივე შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალების გზით, საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლებების ქვეყნის სათავეში მოყვანის მიზნით. კობახიძისა და ერდოღანის დღევანდელი შეხვედრა არის პასუხი ამ დესტრუქციული ძალების მიმართ ჩვენი რეგიონალური, სამოკავშირეო, მეგობრული და პარტნიორული ერთობის თაობაზე“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930