გაიგე განსხვავებული

პარასკევი, თებერვალი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის „გმირი“, დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა „ანტირუსულ“ მიტინგზე

16-05-2024

„ზაზა გოროზიაც გამოჩნდა „ანტირუსულ“ მიტინგზე - ის, გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, დღეს საპროტესტო აქციაზე ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში იქნება ნახსენები.


„აგვისტოს ომის „გმირი“, დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ოფიციანტი და მერიქიფე ზაზა გოროზიაც გამოჩნდა „ანტირუსულ“ მიტინგზე. ამას რა დავარქვა, უკვე მართლა მიჭირს. გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით. ერთი მოძრაობა, ერთი მცდელობა გენერალ ჩაბანის ლიკვიდაციის თვალსაზრისით და დღეს ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში გვეყოლებოდა ნახსენები, მაგრამ, დღეს აქ არის, კარგად გამოიყურება და „არარუსულ კანონს“ ბღავის!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31