გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში

16-05-2024

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა და  საუბარი შეეხო  თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე.


„დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში.  რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია, ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით პრეზიდენტ ერდოღანთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაში. ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის", -  განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031