გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე: ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს, სწორედ, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ

16-05-2024

მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანკარაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ხვალინდელი დღე  უქმედ გამოცხადდა.
 
„ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს დღე უქმედ, როგორც მოგეხსენებათ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული. თუ არ გაქვს ძლიერი ფესვები, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახვალ. ხშირად ისე წარმოაჩენენ, თითქოს პროგრესულობა ნიშნავს ფესვების ჩაჭრას, რაც ასე ვერ იქნება. სწორედ, მყარ ფესვებზე დგომის შემთხვევაში, შეიძლება ჩვენ მივაღწიოთ დიდ შედეგებს და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებს და სწორედ, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ,"- განაცხადა პრემიერმა.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930