გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს ვერ აპატიეს მეორე ფრონტის არ გახსნა რუსეთის წინააღმდეგ და ახლა არის ამის მცდელობა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდეს

17-05-2024

პროცესი მართული და ხელოვნურია. კოლოსალური თანხებია დახარჯული - მედია პლატფორმა იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფესიული გაერთიანება თუ უბრალოდ სტუდენტური, საინიციატივო ჯგუფი, ცდილობენ ყველაფერი იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.


მისი თქმით, უცხოეთიდან დონორი ორგანიზაციები ცდილობენ საქართველოში არეულობა მოახდინონ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს.


როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, უცხოური ორგანიზაციები საქართველოში არეულობის მოწყობისთვის ყველა პლატფორმას იყენებენ.


„პარტია „ხალხის ძალამ“ წერილი გამოვაქვეყნეთ, თუ რას აპირებდნენ 2020 წელს, როდესაც პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა იყო, რას აპირებდნენ 2021 წელს, როდესაც ჟურნალისტები გამოიყვანეს და ისინი საზოგადოებაში საბოტაჟის მოწყობას ცდილობდნენ. როდესაც საქართველოში პოლიტიკური მედიები არსებობენ, რომლებიც დონორი ორგანიზაციებიდან იკვებებიან - ეს დონორი ორგანიზაციები კოლოსალურ თანხებს იხდიან იმისათვის, რომ საქართველოში საბოტაჟი მოხდეს, რამენაირად ხელისუფლება შეიცვალოს და მაიდანიზაცია მოახდინონ.


პროცესი მართული და ხელოვნურია. კოლოსალური თანხებია დახარჯული - მედია პლატფორმა იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფესიული გაერთიანება თუ უბრალოდ სტუდენტური, საინიციატივო ჯგუფი, ცდილობენ ყველაფერი იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს. საქართველოს ვერ აპატიეს მეორე ფრონტის არ გახსნა რუსეთის წინააღმდეგ და ახლა არის ამის მცდელობა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდეს“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930