გაიგე განსხვავებული

პარასკევი, თებერვალი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახუშტი მენაბდე: „ვენეციის კომისიის“ დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა კომისია, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი

17-05-2024

რა არის ვენეციის კომისია და რატომ ველოდებით მის დასკვნას? რამდენიმე პუნქტი ჩამოვწერე, ისინი მარტივ პასუხებს იძლევიან ამ კითხვებზე. რეალობა რომ ვიცოდეთ: ვენეციის კომისიის დასკვნებს სამართლებრივად სავალდებულო ძალა არ აქვს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, „გამჭვირვალობის კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.



ის დეტალურად განმარტავს „ვენეციის კომისიის“, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტის ფუნქციებს და დასკვნის მომზადების პროცედურებს.


ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებლის კითხვაზე კი, თუ ვენეციის კომისიამ ამ კანონში შენიშვნების სახით გასცა რეკომენდაციები, მთავრობა დათანხმდა ამ შენიშვნების გათვალისწინებას, მაშინ რა ხდება, უნდა მივაღებინოთ ეს კანონი? მენაბდე პასუხობს: „კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა ვენეციის კომისია რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728