გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: სამწუხაროდ, ზოგიერთს ვჭირდებით, როგორც ხელზე გამობმული გოშიები, რომლებიც მათ დავალებას შევასრულებთ

17-05-2024

„ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა იკადრა და სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაილაშქრა - ეს არის ძალიან შემაშფოთებელი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.


მისი შეფასებით, ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოსგან სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას მოითხოვენ.


„ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა იკადრა და სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს ეხებათ საგარეო საქმეთა იმ მინისტრებს, რომლებიც გუშინ რადიკალების აქციაზე ბრძანდებოდნენ და ხელაღებით ხელყოფდნენ საქართველოს სუვერენიტეტს - ეს არის ძალიან შემაშფოთებელი.


შემდეგ მათ განცხადებები მოაყოლეს. ლიეტუვის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი უნდა დათმოს და რიგ საკითხებს ბრიუსელს დაეკითხოს. ის გვესაუბრება იმაზე, რაზეც „ხალხის ძალა“ წელიწად-ნახევარია საუბრობს.


სამწუხაროდ, ზოგიერთს ვჭირდებით, როგორც ხელზე გამობმული გოშიები, რომლებიც მათ დავალებას შევასრულებთ.


ამას დაემატა გერმანელი მაღალჩინოსნის განცხადება, რომელმაც პირდაპირ გაილაშქრა ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ და ცინიკურად მოიხსენია, რომ თურმე, ხელისუფლებას დარჩენია ერთადერთი მოკავშირე, მართლმადიდებლური ეკლესია“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930