გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პროექტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2024 წლის "ციფრულ პოლიტიკაში ჩართულობის" ნომინაციაში გაიმარჯვა

17-05-2024

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ქრისტინა რზგოევამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 33-ე ყოვეწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. ღონისძიება "ერთობლივი ზეგავლენის განხორციელების" თემას მიეძღვნა და არაერთ პანელურ დისკუსიას, სესიას და პრეზენტაციას მოიცავდა. დარგობრივმა ექსპერტებმა და ლიდერებმა მდგრადი ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაციფრულებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, –ამის შსახებ ინფრომაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა "ციფრული ჯილდოს" გადაცემის ცერემონია და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს "ნავსადგურების გაერთიანების სისტემის" პროექტმა "წლის ციფრულ პოლიტიკაში ჩართულობის" ნომინაციაში გაიმარჯვა. როგორც პროექტის წარდგენისას აღინიშნა, "ნავსადგურების გაერთიანების სისტემა" იძლევა სანავსადგურე სექტორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების საშუალებას.


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა (GGF) და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს (ICS) მხარდაჭერით, "ციფრული ნავსადგურების" კონცეფციის ქვეშ, ახორციელებს "ნავსადგურების გაერთიანების სისტემის" იმპლემენტაციას.


სამომავლოდ, "ნავსადგურების გაერთიანების სისტემა"/PCS "ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემას" (NMSW) დაუკავშირდება და შეიქმნება ერთიანი ელექტრონულ პლატფორმა სანავსადგურე სექტორში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლისთვის.


"ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა" (NMSW) საჯარო სერვისების (გემის შემოსვლის-გასვლის პროცესის) გაციფრულებას და გამარტივებას გულისხმობს, "ნავსადგურის გაერთიანების სისტემა" კი - სანავსადგურე კერძო სერვისებს მოიცავს. PCS-ის დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის ნავსადგურების გამტარიანობას, დაიზოგება დრო და შემცირდება ხარჯები; ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება გადაზიდვების სტატუსის რეალურ დროში ხილვადობა დაინტერესებულ მხარეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს პროცესის კოორდინირებას, მართვას და შესაბამისად, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებას.


"ნავსადგურების გაერთიანების სისტემის" პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და ქვეყნის რეგიონულ სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930