გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელ დღესაც, რომ ქილიკისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებ უსამშობლო ხარ და გამზადებული პოლიტიკური ნაგავსაყრელისთვის

17-05-2024

„უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რელიგია შეგიგინა, სახელმწიფო სუვერენიტეტი დაგიცინა და ერთი კაცი არ აღმოჩნდა ე.წ იმ პოლიტიკური უმცირესობიდან ვინც პროტესტს გამოთქვამდა და თავმოყვარეობა მაინც შეაწუხებდა. სამაგიეროდ დგანან და ოჯახის სიწმინდის დღეს დასცინიან, აქილიკებენ, აბსოლუტურ უმრავლესობას ხალხისას, ბნელებს და რუსებს ეძახიან!“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“, რომელმაც, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას „პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე“ უწოდა.


ქადაგიძის თქმით, დღევანდელ დღესაც, რომ ქილიკისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებ უსამშობლო ხარ და გამზადებული პოლიტიკური ნაგავსაყრელისთვის.


„ეს უკვე დიაგნოზია! დღევანდელ დღესაც, რომ ქილიკისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებ უსამშობლო ხარ, აბა რა ხარ?! უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რელიგია შეგიგინა, სახელმწიფო სუვერენიტეტი დაგიცინა და ერთი კაცი არ აღმოჩნდა ე.წ იმ პოლიტიკური უმცირესობიდან ვინც პროტესტს გამოთქვამდა და თავმოყვარეობა მაინც შეაწუხებდა. სამაგიეროდ დგანან და ოჯახის სიწმინდის დღეს დასცინიან, აქილიკებენ, აბსოლუტურ უმრავლესობას ხალხისას, ბნელებს და რუსებს ეძახიან! ეს უკვე დიაგნოზია, თქვენ აღარაფერი გეშველებათ და გამზადებული ხართ პოლიტიკური ნაგავსაყრელისთვის. იცით, რა გამოიწვიეთ პოლიტიკურმა უმცირესობამ დაპირისპირებით, შეურაცხყოფითა და საზოგადოების ლანძღვით? ის მიძინებული ქართველი გააღვიძეთ, ვინც ინერტულია აქტიური პოლიტიკის მიმართ და განსაკუთრებულ მომენტამდე არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ჰო და ეს განსაკუთრებული დრო, თქვენ მოიყვანეთ, როდესაც დაუპირისპირდით სახელმწიფოს, სარწმუნოებას, პატრიარქს, ოჯახსა და ქართულ იდენტობას. რაც დათესეთ, იმას მოიმკით შემოდგომაზე და არავის გაუყოთ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930