2-10-2018
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დღეს კლინიკა „მედიქლაბ“-შიგადაიყვანეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მერაბიშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში მეხუთედ გადაყვანა ეჭვებს აჩენს.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ეს დასკვნები და სამედიცინო ანგარიშები მივაწოდოთ უცხოელ ნ ექიმებს და მათთან კონსულტაცია გავიაროთ. რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს უკვე, ვინაიდან უკვე მეხუთედ გახდა საჭირო მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა. მე მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება, თითქოს საერთოდ არაფერი სჭირს მერაბიშვილს და ამ ფონზე დღეს დილით ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ის კვლავ გადაჰყავთ საავამდყოფოში. მის მიმართ დღემდე არ არის დიაგნოზი დასმული. დღემდე არ ვიცით რა სჭირს მერაბიშვილს. იმედია, დღეს მაინც მოგვცემენ წინა კვლევების პასუხებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ რაღაცას გვიმალავენ და რომ რაღაცის ფალსიფიცირების მცდელობას აქვს ადგილი,“ - განაცხადა ადვოკატმა.