გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა „გამჭვირვალობის კანონის“ ეროვნული შინაარსის - სალომე ხომ ყველაფერ ქართულსა და ეროვნულს უპირისპირდება

19-05-2024

"სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა შეთავაზებაზე, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები და ის ადგა და "გამჭვირვალობის კანონს" (შენიშვნების გარეშე) ვეტო დაადო (ვეტოსაც კი სამართლებრივი ფორმა შეუცვალა).


სალომე ზურაბიშვილმა მისი ამ ქმედებით დაადასტურა, რომ "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შენიშვნები არ არსებობს და ლოგიკურია, რომ მას ის არ აქვს," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მეგრელიშვილის თქმით, პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა „გამჭვირვალობის კანონის“ ეროვნული შინაარსის, რადგან სალომე ზურაბიშვილი ყველაფერ ქართულსა და ეროვნულს უპირისპირდება.

 

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ "ვეტოობანას" თამაში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა შეთავაზებაზე, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები და ის ადგა და "გამჭვირვალობის კანონს" (შენიშვნების გარეშე) ვეტო დაადო (ვეტოსაც კი სამართლებრივი ფორმა შეუცვალა).


სალომე ზურაბიშვილმა მისი ამ ქმედებით დაადასტურა, რომ "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შენიშვნები არ არსებობს და ლოგიკურია, რომ მას ის არ აქვს. პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა ამ კანონის ეროვნული შინაარსის! სალომე ხომ ყველაფერ ქართულსა და ეროვნულს უპირისპირდება“,- წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930