გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი

19-05-2024

სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც ხდება მავნებლებისა და უვიცების შემთხვევაში, ისე აჩვენებს ქართული კანონის აუცილებლობას, რომ თვითონ აზრზეც არ არის. უარგუმენტოდ(!) ვეტოს დადებით მან დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არა აქვს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით თავის უგუნურ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი.

 

"სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც ხდება მავნებლებისა და უვიცების შემთხვევაში, ისე აჩვენებს ქართული კანონის აუცილებლობას, რომ თვითონ აზრზეც არ არის. უარგუმენტოდ(!) ვეტოს დადებით მან დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არა აქვს. მან ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც კი რაიმე სახის მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ თავის უგუნურ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი.


ერთადერთი რასაც ველოდები მისგან, ეს მოლოტოვის კოქტეილის სროლაა პოლიციელისკენ ან თუნდაც პარლამენტის შენობისკენ, თორემ აკვალანგის სათვალით აღჭურვილი, სასტვენის სტვენას რომ მალე დაიწყებს ამაში ეჭვიც არ მეპარება" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930