გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ეს სამართლებრივი ნონსენსია

19-05-2024

პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს სამართლებრივ ნონსენსად აფასებს.


ჟურნალისტებთან საუბარში მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ იურისტებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ მსჯელობა, რამდენად არის კონსტიტუციური პრეზიდენტის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დადებული ვეტო.


„ეს სამართლებრივი ნონსენსია. დიდი ხნის განმავლობაში იქნება მსჯელობა იურისტებში, რამდენად არის კონსტიტუციური. რა თქმა უნდა, ეს ვეტო არ არის კონსტიტუციური. პრეზიდენტს არავინ ეკითხება, ზოგადად, კანონს მივიღებთ თუ არა. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება შენიშვნები დაწეროს ან არ დაწეროს კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით.


სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ გასულა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მას ეს არ უჭირს. ის, რომ კანონთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს და ესეც აღიარა, მნიშვნელოვანია, რადგან, სამართლებრივი არგუმენტების გარეშე, პრეზიდენტი შენიშვნებს ვერ გამოაგზავნიდა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31