გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა

2-10-2018

პარლამენტარმა მამუკა ჩიქოვანმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა.


იგი მოღვაწეობას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს.


მისი განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ თანამებრძოლების ინსპირირებას მოახდენს და გუნდის წევრების მის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ.


„მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ „ევროპულ საქართველოს“, როგორც პარტიას, ასევე ფრაქციის რიგებს. ახლა უკვე პარლამეტის დამოუკდიებელი დეპუტატის რანგში, ყოველგვარი პარტიული შიდა წესების, დისციპლინის დარღვევა არდარღვევის გათვალისწინების გარეშე, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზგადოებრივი ინტერესის შესაბამისად. ახლა ქვეყანა ძალიან ღრმა კრიზისშია. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევეცდები. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია და ახლა, მოახლოებული არჩევნების წინ, რომელზეც ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი არჩევნები. ახლა დათმობების დროა. ყოველთვის, სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ფიქრობს რომ სხვა უნდა წამოვიდეს დათმობაზე.

პრაქტიკურად არასდროს ვაიძულებთ საკუთარ თავს რომ იგივე გავაკეთოთ. ახლა სწორედ დროა, რომ რაღაცაზე უარი ვთქვათ და გადავდგათ ნაბიჯი ერთობისაკენ. სწორედ ერთობით მოხდება იმ მიზანზე კონცენტრირება, რასაცდიდი ცვლილებები ჰქვია, რომელიც შემდგომ ქვეყნის განვითარებას საფუძველს დაუდებს. მე ეს პოზიცია განვუცხადე გუნდის წევრებს. იმედია, მოვახდენ ინსპირირებას და შესაბამისად, თითოეული მათგანიც მიიღებენ ამავე გადაწყვეტილებას. მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ საჭიროა დათმობაზე წასვლა, საჭიროა ერთობა. მხოლოდ ერთობით შევძლებთ ხელისუფლების ცვლილებას და მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი იმ დიდი ცვლილებების განხორციელებისა, რომლის აუცილებლობის წინაშეც ვდავართ,“ - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930