19-05-2024
ესპანეთში ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტო infovaticana.com აქვეყნებს.
სტატიაში ვხვდებით ილუსტრაციებს პატარა იესოს გამოსახულებით, რომელსაც ხელში ლგბტ თემის დროშები უჭირავს.
წიგნის ერთ-ერთ თავსატეხად წარმოდგენილია ხუთი ერთმანეთზე გადახლართული მამაკაცის სასქესო ორგანო, რომელთა ამოხსნაა საჭირო, იმის აღმოსაჩენად, თუ რომელი მათგანი შედის მუხლებზე მყოფი ბიჭის ანუსში. ავტორის თქმით, ამ ნაშრომით მას სურდა მსოფლიოში ჰომოფობიის პრობლემაზე ლაპარაკი.
გამომცემელი ამტკიცებს, რომ წიგნი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, თუმცა იმის გამო, რომ მასზე არანაირი მითითება არ არის დატანილი, ის ესპანური მაღაზიების საბავშვო განყოფილებებში მოხვდა.
ამასთან, ესპანურ სააგენტო eldiario.es -ზე დაყრდნობით, ესპანურმა ქრისტიან იურისტთა ფონდმა წიგნის ავტორისა და გამომცემლის წინააღმდეგ ვალენსიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ შესაძლო დანაშაულის გამო, რაც დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას და სექსუალურ პროვოკაციას გულისხმობს.