20-05-2024
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EBIT 2024 მიიღო მონაწილეობა.
უწყების ინფორმაციით, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა Expo Batum-ის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
EBIT 2024-ზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია, სასტუმრო, რესტორანი, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებელი, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სატრანსპორტო კომპანია, მუნიციპალიტეტი, ტურისტული ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და სხვა კომპანია მონაწილეობდა.
ბათუმის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიებები, პრეზენტაციები, მოეწყო მასტერკლასები. გამოფენის სტუმრები გაეცნენ აჭარის ტურისტულ პროდუქტებს.